სიყვარულით ჩემგან შენ 2010
ბიზნეს-ლედი მარგო ფლორი ბავშვობაში უამრავ რამეზე ოცნებობდა. მას ხან ოკეანის სიღრმეების მკვლევარი უნდოდა გამოსულიყო, ხანაც კოსმონავტი. მაგრამ ახლა მარგო მილიონიან გარიგებებს დებს, მისი ცხოვრება კი უახლოესი ნახევარი წლის მანძილზე სრულიად გაწერილია. შეყვარებულსაც მხოლოდ თვეში ერთხელ ხვდება წყნარ გარემოში. და ერთხელაც მოხუც ნოტარიუს ფერმან მერინიაკს მასთან წერილი მოაქვს, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: "ძვირფასო მე, ახლა ექვსი წლის ვარ და ამ წერილს ვწერ, რათა არ დაგავიწყდეს პირობა, რომელიც საკუთარ თავს მიეცი და გახსოვდეს თუ ვინ გინდა იყო."